top of page

პირველი ბლოკნოტები

  • Nov 29, 2017
  • 1 min read

პირველი ბლოკნოტები სხვანაირი იყო.

ასეთები.

წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ იკერებოდა ბლოკნოტი, როგორ იკინძებოდა ფურცლები, როგორ უკავშირდებოდა გარეკანს, როგორ კეთდებოდა ყუა და ა.შ.

და მაინც, და ალბათ სწორედ ამიტომ, პირველი ბლოკნოტები იყო განსაკუთრებული.

თითოეულ დეტალს ეტყობა ძიება, პირველქმნილი განსხვავებულობა, ის ოთხმაგი და ხუთმაგი ენერგია, რაც მიჰქონდა.

აი, ამ კონკრეტული ბლოკნოტის სათითაო ფურცელი ცალკეა დამუშავებული, ფერდადებული, რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

ახლა, ტექნიკური მხარის აღმოჩენა-გათავისების შემდეგ (რამდენი ფურცელია საჭირო ერთი ბლოკნოტის შესაკერად, რა ზომებზე უნდა დაიჭრას და სხვა მრავალი დეტალი, რაც მუშაობას აადვილებს), შესაძლებელი გახდა მეტი დრო და ენერგია დაეთმოს ყდის დახატვას.

ბლოკნოტები ახლაც უნიკალური, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად შექმნილი და ამის გამო, განსაკუთრებულია. არ მეორდება, ალბათ სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა "განუმეორებელი".

თითოეული ბლოკნოტისთვის ნახატი პირდაპირ ყდაზე სრულდება, არსაიდან არის გადმოხატული, არ აქვს ასლი და ფაქტობრივ, მფლობელის ხელშია ბლოკნოტიც და ორიგინალი ნახატიც.

აი, ასეთი უცნაურობები გვაქვს მონო დიზაინში.


 
 
 

Comentários


Single post: Blog_Single_Post_Widget

Address

Tbilisi, Georgia

Contact

Follow

  • Instagram
  • Facebook

©2017 by Mono Dizain. Proudly created with Wix.com

bottom of page