top of page

დღე #2. გამოწვევა საკუთარ თავთან

როგორ იხატება მუსიკა?

როდესაც საკუთარ შინაგან სამყაროში ჩატრიალებული ბევრი სიტყვა, გარედან მოსული ბევრი ემოცია გროვდება და ითხოვს რაღაც ფორმის მიცემას, თუ პირდაპირ ფერებით ვერ ხედავ, ფორმებით ვერ ხედავ, მუსიკა უნდა ჩართო.

და იწყება.

მუსიკა აცალკევებს ფერებს, უნდა მიენდო. თვალებსი დახუჭვაც არ სჭრდება.

არაფერზე უნდა იფიქრო, აიღო საღებავები და მიჰყვე.

დანარჩენს თავად გიკარნახებს.

წინასწარ არც მუსიკა ვიცოდი. 23:43 საათი, ღამე, ან საღამო.

დააჩნია, როგორ შევხედავთ.

მობილური ეკრანს საათის სანახვად დავხედე ალბათ, ან შეიძლება, ელემენტის შესამოწმებლად.

შემოთავაზება დამხვდა. MD Dj - Sounds of Istanbul (Original Mix) [1 Hour].

ციფრულ სამყაროშიც არიან ალბათ უხილავი ციფრული სულები, ალგორითმები რომ ჰქვიათ და თუ რომანტიზებას მოვინდომებ, ბერძნულ მითოლოგიასთანაც გავალებ რამე ალეგორიულ პარალელს.

მივყვები Youtube-ს არჩევანს.

ერთი სული მაქვს, ვნახო, რა გამოვა.

საათი 00:33.

ეს გამოვიდა:


 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget

Address

Tbilisi, Georgia

Contact

Follow

  • Instagram
  • Facebook

©2017 by Mono Dizain. Proudly created with Wix.com

bottom of page