Something just like this
- mono dizain
- Mar 27, 2018
- 1 min read
პატარა ბლოკნოტს დავატარებ თან და ზოგჯერ ქუჩაში ან ტრანსპორტში რაღაცის ჩახატვას ვცდილობ ხოლმე. აი, ფილმებში რომ არიან ხოლმე მხატვრები, შეხედავენ, სწრაფ-სწრაფად აფხაჭუნებენ ფანქარს ფურცელზე და მერე ნახატი რომ ჩნდება კადრში, მთელი სიამოვნებაა იმ შედევრების ნახვა. ფურცელზე ფანქრის ფხაჭუნის ნაწილს კარგად ვამთხვევ, აი, შედეგი კი რავიცი, რავიცი ^ _ ^ ხოდა, ერთ დღეს მეტროში ვიჯექი და გოგო შემოვიდა, წითელი თმით, მწვანე კურტკით, დიდი ყურსასმენებით, ზურგჩანთით. კართან დადგა, ხელი ხელმოსაჭიდზე ჰქონდა. ჩახატვა დავიწყე. მალევე ჩავიდა. შემრჩა ფანქრით ნახევრად ჩახატული. მერე ჯადოსნური ლურჯი ფუნჯი ავიღე და არ ვიცი, საიდან გაჩნდა ვარსკვლავები და შეყვარებული.

მუსიკალური ბლოკნოტების სერიიდან
სერიიდან "ხელნაკეთი ამბები"
Comments